ადგილნაცვალი პირები

ადგილნაცვალი პირები
პირველად ეს ტერმინი გაჩნდა ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუციაში. გლუკის წესდებაში ეს ტერმინი არ გაითვალისწინეს, მაგრამ 1975 წლის გენერალური ასამბლეის რეზოლუციებმა ეს ხარვეზი შეავსეს. ამავე წელს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა სთხოვა აღმასრულებელ კომიტეტს ერთმანეთისაგან განესხვავებინა ლტოლვილები და ადგილმონაცვლე პირები (იგივეა ,,იძულებით გადაადგილებული პირები”, ,,დევნილები”). ჩამოყალიბდა აზრი, რომ ლტოლვილები არიან პირები, რომლებმაც გადაკვეთეს თავიანთი ქვეყნის საზღვრები. ადგილმონაცვლე პირები რჩებიან ქვეყნის საზღვრებში (საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ, მუხლი 1…”… პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო”).
Source: რამიშვილი ა. ლტოლვილის სტატუსის დადგენა საერთაშორისო სამართალში / //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»